29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა, სანქციების სიაში მოხვდა სამი კომპანია საქართველოდან, – ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ახალი სანქციები იმ კრიპტო და უკანონო ფინანსურ ქსელებს დაუწესა, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.

დიდმა ბრიტანეთმა 18 ახალი სანქცია დააწესა.

სანქციების სიაში მოხვდნენ კომპანიები რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საქართველოდან, ყირგიზეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, პანამიდან და სალვადორიდან.

ჩვენ ასევე ზომებს ვიღებთ 3 ქართული კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც მართავენ რუსეთზე ორიენტირებულ ბირჟებს და ცდილობენ სანქციებს გვერდი აუარონ“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის თანახმად სანქციები საქართველოში დაფუძნებულ შემდეგ კომპანიებს დაუწესდათ: Arvix LLC-ს, Rapira Group LLC-სა და Aifory LLC-ს.

banner
წინა სტატიაშიირანის საგარეო უწყება: აშშ-მა ღამით ჰორმოზგანის რეგიონში, ჰორმუზის სრუტესთან ახლოს განხორციელებული დარტყმებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
შემდეგი სტატიარუსი მიტროპოლიტი რომელიც ჩეხეთში ნარკოტიკების უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააკავეს, პატიმრობიდან გაათავისუფლეს