25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში გოჭების არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში თერჯოლაში ინდივიდუალური მეწარმის რ. ქ. -ის (მისამართი: თერჯოლა, სოფელი ახალთერჯოლა) გოჭების სასაკლაო შეამოწმეს, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა.

ამავე დროს, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.

,,გამოვლენილი შეუსაბამობების გამო მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით და არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე”,- აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

banner
წინა სტატიაშისოფელ ჩალაუბნის მიმდებარედ, ფერმაში ძაღლმა, რომელსაც ცოფის ვირუსი ჰქონდა, დაკბინა 5 ძაღლი, ერთი ცხვარი და ერთი სული მსხვილფეხა საქონელი
შემდეგი სტატიადიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები კათოლიკოს-პატრიარქს ხვდებიან