მოლაპარაკებები არ ნიშნავს დანებებას ან უკან დახევას, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა.
Iran International-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მიზანია ირანელი ხალხის უფლებების უზრუნველყოფა და ეროვნული ინტერესების დაცვა.
„დიალოგი თუ მოლაპარაკებები არ ნიშნავს დანებებას ან უკან დახევას; პირიქით, მიზანია ირანელი ხალხის უფლებების უზრუნველყოფა და ეროვნული ინტერესების მტკიცედ დაცვა“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.















