45% : აბაშიძე-კარასინის ფორმატი უსარგებლოა – NDI

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო საზოგადოებრივი აზრს კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 55%-ს აბაშიძე-კარასინის ფორმატის შესახებ არ სმენია. 41% დადებითად პასუხობს, ხოლო 4%-მა არ იცის, სმენია თუ არა.

იმ 41%-დან, ვინც ფორმატის შესახებ იცის, 45% ფიქრობს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი უსარგებლოა, 32%-ის აზრით სასარგებლოა, ხოლო 23%-მა არ იცის, სასარგებლოა თუ არა.

კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), პირისპირ გამოიკითხა 2,927 რესპოდენტი. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.

banner
წინა სტატიაშილორა თორნტონი : საქართველოში გამოკითხვის თანახმად, სომხურ და აზერბაიჯანულ დასახლებებში ნატო-ს განსხვავებულად აღიქვამენ
შემდეგი სტატიავლადიმირ ზელენსკიმ უმაღლესი რადა დაითხოვა