პოლონეთის სეიმმა უკრაინის ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 443-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორი წინააღმდეგი იყო, შვიდმა კი თავი შეიკავა.
„უკრაინელი ხალხის თავგანწირვისა და მათი სუვერენული უფლების გათვალისწინებით, აირჩიოს საკუთარი განვითარების გზა, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი სრულად უჭერს მხარს უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ დღეს უკრაინა იცავს არა მხოლოდ თავის სახელმწიფოებრიობას, არამედ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია და წესრიგი, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.