44 პაციენტში ჯერჯერობით 4 კვლავ პრობლემური პაციენტია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 20, 2020 21:15

44 პაციენტში ჯერჯერობით 4 კვლავ პრობლემური პაციენტია

„44 პაციენტია საქართველოში დადასტურებული, ორი პაციენტია აჭარაში. სამი პაციენტი დადასტურდა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, ოთხი პაციენტი იმყოფება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. 32 პაციენტი იმყოფება ჩვენს კლინიკაში, თუ არ ვცდები, სამი არის საჩხერის კლინიკაში. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, 44 პაციენტში ჯერჯერობით, 4 კვლავ პრობლემური პაციენტია. ორი პაციენტი, ასაკოვანი ქალბატონი. ასევე, საუნივერსიტეტო კლინიკაში არის ორი ასეთი პრობლემური პაციენტი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დინამიკაში გაუარესება არ შეიმჩნევა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პაციენტებთან ძირითადად ასაკის და თან არსებული დაავადებების გამო, მოსალოდნელია დაავადების ნებისმიერ ეტაპზე პროგრესირება, გართულება და არაკეთილსაიმედო გამოსავალი. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე არ მოხდება“,– ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 44 პაციენტია. აქედან 1 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში სულ 1925 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 271.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 20, 2020 21:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


37,521
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics