44 მომხრე, 5 წინააღმდეგი – ლიბეს კომიტეტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას მხარი დაუჭირეს

ევროპარლამენტის ლიბეს კომიტეტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭისყრა დასრულდა. კენჭისყრაში 49 დეპუტატი მონაწილეობდა, მათგან 44-მა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის პროცედურას 5 კი წინააღმდეგი წავიდა.

კომიტეტში მხოლოდ ტექნიკური პროცედურა გაიმართა და სიტყვის უფლება საკითხის მომხსენებელს მარია გაბრიელას არ გამოუყენებია.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ პროცესმა შემდეგ ეტაპზე გადაინაცვლა და იწყება ინტერ-ინსტიტუციური მოლაპარაკებები. ერთმანეთს შეხვდებიან ევროკომისიის, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის წარმომადგენლები რათა საბოლოოდ შეაჯერონ ტექსტი. ამის შემდეგ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საბოლოო კენჭისყრა გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიჩვენს ინტერესებშია, საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს – ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატიადემური სტურუას დედის ცემის ფაქტზე ბრალდებულ დავით ნაცვლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა