43%-იანი ნიშნული გაუგონარი პრეცედენტია – მელია მიშელის დოკუმენტის დათქმაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებს შორის დიდი განსხვავებაა. როგორც მელია ამბობს, მისთვის ასევე გაუგებარია 43%-იანი ზღვარი, რომელიც, თუ “ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნებში ვერ გადალახა, რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნება.

“43%-იანი ნიშნული გაუგონარი პრეცედენტია. დაახლოებით 150 ათას ხმიანი ფორმა მივეცით ხელისუფლებას, მივაბით საპარლამენტო არჩევნების ბედი ადგილობრივ არჩევნებს. ცა და დედამიწა განსხვავებაა ამ ორ არჩევნებს შორის, თავისი სპეციფიკით და ეს ხელისუფლების სასარგებლოა, ყველა ხელისუფლების, ვინც არ უნდა იყოს.

ჩემი პირადი პოზიცია არის, რომ ძალიან მჭიდრო კოორდინაციისა და ძალთა გაერთიანების გარეშე წარუმატებლობა გარანტირებულია”,-თქვა მელიამ.

banner
წინა სტატიაში“ივნისის თვეში უნდა ვიყოთ შეთანხმებული” – ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნების სტრატეგიაზე
შემდეგი სტატიახაშურის მერის მოადგილემ, ზურა როსებაშვილმა თანამდებობა დატოვა