43 გრამი მეტამფეტამინის შემოტანის მცდელობისას სარფთან ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა მ.ბ. სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანას ცდილობდა.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო 43.46 გრამი ნარკოტიკული საშუალება “მეტამფეტამინი” და 0.397 გრამი “კოკაინი”.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშირკინიგზის დეპარტამენტის ერთი მაღალჩინოსანი დააკავეს – TV “პირველი”
შემდეგი სტატიახელბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი 464 496 ლარის მითვისებისთვის დააკავეს