420 დევნილ ოჯახს წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცა

420 დევნილ ოჯახს წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

დევნილების განსახლების მიზნით, 560 ოჯახზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, 140 ბინა იძულებით გადაადგილებულმა ოჯახებმა 2020 წელს მიიღეს, 420 დევნილი ოჯახი კი ახლა განსახლდება.

წყალტუბოში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების მშენებლობის პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და ჯამში, მისი ღირებულება 37 მილიონ ლარზე მეტია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 2 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 716 თბილისში გამოვლინდა, 321 იმერეთში, 263 კახეთში