42 წლის მამაკაცი „კოვიდ-19“-ით მარნეულში დაინფიცირდა

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,42 წლის ზუგდიდელი მამაკაცი, რომელიც სატვირთო ავტომობილის მძღოლია და რომელსაც რამდენიმე დღის წინ ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, მარნეულში დაინფიცირდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ოდიშარიამ განუცხადა. მისი თქმით, მამაკაცს მარნეულში ჰქონდა კონტაქტები, რომელის დროსაც ყველა შესაბამისი წესი დაცული არ იყო.

ამასთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრში განმარტავენ, რომ სამი პირი, რომელსაც გუშინ ზუგდიდში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, აღნიშნული პირის კლასტერს მიეკუთვნება – მამაკაცი, ქალი და არასრულწლოვანი ინფიცირებულები რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანეს.

ნანა ოდიშარიას განცხადებით, მიმდინარეობს მამაკაცის სხვა კონტაქტების მოძიება და ეპიდემიოლოგიური კვლევა. მისი თქმით, კონტაქტების არეალი ფართოვდება და რაოდენობა იზრდება, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ასევე ქვეყნის მასშტაბით, რადგან მამაკაცმა სატვირთო ავტომობილით ფოთში, ბოლნისსა და თბილისში შიდა გადაზიდვების განხორციელების მიზნით, რამდენიმე რეისი შეასრულა. მას ჰქონდა შეხება ჩხოროწყუსთნაც. ჯამში 31 პირია არის გადაყვანილი კარანტინის სივრცეში, ხოლო 11 თვითიზოლაციაში იმყოფება. ამასთან, წერეთლის ქუჩაზე, სადაც ინფიცირებული მამაკაცის საცხოვრებელი სახლია, 651 პირს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა. ტემპერატურა არც ერთთან გამოვლენილა.

banner
წინა სტატიაშივანდალური ფაქტი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში
შემდეგი სტატიაპროკურატურამ 14 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბ.ი.-ს ბრალდება წარუდგინა