20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

“42 მობილური ტელეფონი ერთ მაღაზიიდან”- პოლიციამ ქურდობის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავა, სამი პირი ამხილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, ხოლო 3 პირი ამხილეს.

“გამოძიებით დადგინდა რომ არასრულწლოვანმა ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, თბილისში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვადასხვა მოდელის 42 მობილურ ტელეფონს და თანხას.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მალევე დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშიმიხაილო პოდოლიაკი: მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება ან მესამე ქვეყანაში მკურნალობა ურთიერთობების დათბობას შეუწყობს ხელს
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: რუსეთი ტოტალურ ომს აწარმოებს ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ, უნდა გამოვრიცხოთ ისეთი კონტექსტებიდან, როგორიცაა ვენეციის ბიენალე