42-ე მუხლი პირველად ამოქმედდა – ევროკავშირი საფრანგეთს სრულად დაეხმარება

პირველად ევროკავშირის არსებობის ისტორიაში ორგანიზაცია 42-ე მუხლის ამოქმედებას დასთანხმდა.

წესდების მიხედვით, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყანა საკუთარ ტერიტორიაზე შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლი ხდება, დანარჩენი წევრები ვალდებულები არიან, გაუწიონ მას დახმარება და მხარდაჭერა გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც სახელმწიფოების თავდაცვის უფლებას ითვალისწინებს.

საფრანგეთმა ევროკავშირს 42-ე მუხლის ამოქმედების თხოვნით პარიზის ტერაქტების შემდეგ მიმართა.

ინიციატივა დღეს ბრიუსელში ევროკავშირის თავდაცვის მინისტერიალზე განიხილეს და პარიზს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა ფრანგ ხალხს მიუსამძიმრეს
შემდეგი სტატიაჩვენ მივიღეთ დადებითი სიგნალები – თეა წულუკიანი