“41:0”-დავით ნარმანია საკრებულოს ოპოზიციასთან გამართულ დებატებს აფასებს

თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარები

41-ით 0 – ასე შეაფასა თბილისის მერმა უმრავლესობისა და ოპოზიციის დაპირისპირება საკრებულო სხდომაზე, სადაც იგი წლიური ანგარიშით წარსდგა. დავით ნარმანიამ სხდომის დასრულების შემდეგ ოპონენტები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სწორედ მოიქცა, როცა რამდენიმე თვის წინ არ მივიდა საკრებულოში, სადაც მას ოპოზიცია რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ნატალია ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონი ლარის კომპენსაციის გაცემის საკითხზე იბარებდა.

”მეშვიდე ანგარიში იყო საკრებულოში და ვამაყობ, რომ ყველა წინამორბედისგან განსხვავებით ყველაზე ანგარიშვალდებული მერი ვარ. რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ წარვდგები დედაქალაქის საკრებულოს წინაშე ანგარიშით. ერთი საკითხი ნიშანდობლივია, მე დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ როდესაც თვენახევრის წინ უმცირესობის მოთხოვნა იყო დედაქალაქის საკრებულოში ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით მისვლა, მაშინ პოლიტიკური შოუ უნდოდათ, დღესაც პოლიტიკური შოუ უნდოდათ და ეს კარგად გამოჩნდა, თუმცა არ გამოუვიდათ. დღევანდელი პოლიტიკური თამაში ჩვენ მოვიგეთ 41:0”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიკამპანია “კონსტიტუცია ყველასია” – პრეზიდენტი შეხვედრას ილიას უნივერსიტეტში გამართავს
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა ჭიათურაში – სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მუშა დაიღუპა