41 000 დოლარი – ქონება რომელსაც ეკა ბესელია ფლობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია

ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევასაქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი მხოლოდ თბილისში 2 საცხოვრებელი სახლისა და ერთი არასაცხოვრებელი ფართის მფლობელია, რომელიც საერთო ჯამში 405 კვადრატულ მერტს შეადგენს.

45 წლის დეპუტატის მიერ შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ დეპუტატი ეკა ბესელია ფლობს:

175 კვადრატული მეტრის საცხოვრებელ სახლს ყიფშიძის ქუჩაზე;

80 კვადრატული მეტრის საცხოვრებელ ფართს თემქაზე და გამრეკელის ქუჩაზე 150 კვადრატულ მეტრ არასაცხოვრებელ ფართს.შევსებული დეკლარაციით ასევე ირკვევა, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას ოჯახის წევრები არ ფლობენ მოძრავ ქონებას, ფასიან ქაღალდებს და თანხას რომელიც 10 000 ლარს აღემატება.

45 წლის დეპუტატს დაგროვებითი ანაბარი აქვს გახსნილი თი ბი სი ბანკში. ბოლო მონაცემებით მას ანაბარზე 20 000 დოლარი და 16 500 ლარი აქვს. ამავე ბანკის მიმდინარე ანგარიშზე კი 392 ევრო, 261 დოლარი და 127 ლარი ფიქსირდება. დეკლარაციის მიხედვით ბანკ ქართუში ეკა ბესელიას სახელზე 81 199 ლარი ფიქსირდება. ეკა ბესელია ასევე ინახავს 41 000 ამერიკულ დოლარს. გასული წლის განმავლობაში ეკა ბესელიამ პარლამენტში ანაზღაურების სახით 66 465 ლარი მიიღო, ხოლო სასწავლო უნივერსიტეტ გორგასალში პედაგოგიური საქმიანობისათვის მან გასამრჯელოდ 18 000 ლარი აიღო.

გასულ წელს ეკა ბესელიამ  9 000 დოლარად ავტომობილი გაყიდა.

წყარო

banner
წინა სტატიაშიკადიროვმა ტორტით სახემოთხუპნული ბასკოვის ფოტო გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიამაესტროს მოქმედი გენერალური დირექტორი საჯარო რეესტრს კიდევ ერთი განცხადებით მიმართავს