ამის „რუსულ პროექტად“ მიჩნევა, აბსურდულია – პესკოვი

კრემლი გაზრდილი სანქციების პასუხისთვის მზად არის

პუტინის პრესმდივანი საქართველოში გამჭვირვალობის კანონპროექტზე განცხადებას აკეთებს. ის მიიჩნევს, რომ “ოცნების” საშიში კანონის „რუსულ პროექტად“ მიჩნევა, აბსურდულია.

დმიტრო პესკოვი ასევე ამტკიცებს, რომ რუსეთის ინტერესში საქართველოში სტაბილური ვითარება შედის.

„საქართველო უდავოდ ჩვენი მეზობელია. რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესში საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება. ჩვენ ნამდვილად ვხედავთ, ასეთი გეგმების მიმართ ოპოზიციის საკმაოდ მწვავე და მკვეთრ რეაქციას, მაგრამ აქ საჭიროა, უბრალოდ მათთვის უფრო აქტიური ახსნა. ამის „რუსულ პროექტად“ მიჩნევა, აბსურდულია“, – განაცხადა პესკოვმა. მისი განცხადებით, ახლა ყველა ქვეყანა პრაქტიკულად ებრძვის მათ, ვინც არის უცხო სახელმწიფოს აგენტი, იღებს ფულს ან იმყოფება უცხო სახელმწიფოების გავლენის ქვეშ. „ეს არსებითად გლობალური პრაქტიკაა“, – აღნიშნა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდა
შემდეგი სტატია„ქართულ ოცნებას“, როგორც ჩანს, სრულიად არასწორად გაუგია რაღაც – მაიკლ როთი