მათ სჭირდებათ ახალი თემები იმისათვის, რომ საზოგადოებაში კვლავ დაპირისპირება შეიტანონ, ის თემები წამოწიონ, რომლებზეც ერთხელ საზოგადოებამ უკვე გასცა მკაფიო პასუხი – ბეჟაშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ბეჟაშვილი “ოცნების” მიერ ხელახლა დაინიცირებულ რუსულ კანონს ეხმაურება.

“ივანიშვილის პარტიამ ვერ შეძლო საქართველოში ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღება და მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ ემიგრაციაში მიდის, მათი შემოსავლები დაბალია, სესხის პროცენტები მაღალი, პენსიებზე დარიცხული სესხები კაბალური და მთავარი პრობლემების გადაჭრა ვერ შეძლო. შესაბამისად, მათ სჭირდებათ ახალი თემები იმისათვის, რომ საზოგადოებაში კვლავ დაპირისპირება შეიტანონ, ის თემები წამოწიონ, რომლებზეც ერთხელ საზოგადოებამ უკვე გასცა მკაფიო პასუხი, საზოგადოება არ დაუშვებს რუსული კანონის მიღებას, ხელახლა ხდება პროცესების დატრიალება იმისათვის, რომ საზოგადოება ერთმანეთს დააპირისპირონ. ამიტომ ვამბობთ, რომ ივანიშვილის პარტია სახლშია გასაშვები. ივანიშვილის პარტია არის მთავარი წინაღობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება“ იმდენად შეშინებულია მოახლოებული არჩევნებით, ახალ-ახალ კანონპროექტებს, გავლენის ბერკეტებს ქმნის – ლილუაშვილი
შემდეგი სტატია12 მეტროსადგურის კონცეპტუალური დიზაინის შემუშავებისა და სამუშაოების შესყიდვის მხარდამჭერი საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად ტენდერი მიმდინარეობს