ალექსეი ნავალნის ცხედარი ოჯახს ამ დრომდე არ გადასცემია, ლუდმილა ნავალნაია ამბობს, რომ გამომძიებლები მისი შვილის ფარულად დაკრძალვას ცდილობენ

ალექსეი ნავალნის დაღუპვიდან 9 დღის თავზე მისი ცოლი, იულია ნავალნაია ვიდეომიმართვას ავრცელებს.

როგორც ის ამბობს, გამომძიებლები უარსს ამბობენ ოჯახისთვის ნავალნის ცხედარის გადაცემაზე. აღნიშნული ქმედებების უკან, ვლადიმირ პუტინი დგას. იულია ნავალნაიამ პუტინის ღმერთისადმი რწმენას ყალბი უწოდა.

“ალექსეი გულწრფელად იყო დარწმუნებული, რომ კარგი ადამიანი უნდა იყო და სინდისის წინააღმდეგ არ უნდა წახვიდე. რომ ღმერთი სიყვარულია, სასოწარკვეთა ცოდვაა. ციხიდან თავის წერილებშიც კი ის წერდა, რომ თავისი მწამებლები არ სძულდა.

რასაც პუტინი ახლა აკეთებს – ეს სიძულვილია. ეს სიძულვილიც კი არაა – ეს რაღაც სატანიზმი, წარმართობაა. რას უპირებთ მის ცხედარს? რამდენად დაბლა დაეცემით, თქვენ მიერ მოკლული კაცის თავზე დაცინვით? შანტაჟი, მუქარა, ულტიმატუმები. სერიოზულად? ესაა, რაც თქვენი ყალბი ლოცვებისა და უხუცესებთან საუბრის დროს გასწავლეს?” – ამბობს იულია ნავალნაია.

ალექსეი ნავალნის ცხედარი ოჯახს ამ დრომდე არ გადასცემია. როგორც დედა ლუდმილა ნავალნაია ამბობს, გამომძიებლები მისი შვილის ფარულად დაკრძალვას ცდილობენ.

banner
წინა სტატიაშითუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, შესაძლოა, შემდეგ იგივე საქართველოშიც გააკეთოს- შტატებიდაან გამაფრთხილებელი სიგნალები მოდის
შემდეგი სტატიაავსტრალიამ სანქციები დაუწესა რუსეთის 55 მოქალაქეს- ნიკოლაი ბასკოვს,ფილიპ კირკოროვს, თინა კანდელაკს და ჯგუფ “ლუბეს” წევრებს