40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

40-ზე მეტმა ქვეყანამ, ევროპის საინვესტიციო ბანკმა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც უკრაინის აღდგენის გეგმას წარმოადგენს. უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის თქმით, ხელისმომწერი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა პირობა დადეს, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინას აღდგენის გზაზე. დეკლარაცია შვიდ პრინციპზეა დაფუძნებული და ის უკრაინის აღდგენის კრიტერიუმებსა და მეთოდებს განსაზღვრავს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის საჰაერო თავდაცვამ შავი ზღვის თავზე რუსი ოკუპანტების 2 რაკეტა გაანადგურა
შემდეგი სტატიასაქართველოში ომი რომ დაიწყოს, რუსეთისთვის მძიმე იქნება, რამდენიმე ათეული ათასი სამხედრო უნდა მოაცდინოს – კობახიძე