25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

“40 წელი საკმარისია, ვბრუნდები ბერლინში”- გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი პენსიაზე გადის

საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი 40-წლიან დიპლომატიურ მოღვაწეობას ასრულებს. 66 წლის დიპლომატის განმარტებით, გერმანული კანონმდებლობის შესაბამისად, ის აქტიურ სამსახურს ტოვებს და მშობლიურ ქალაქს უბრუნდება.

Fიშერმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სიახლეს მოუთმენლად ელის:

„40 წელზე მეტია დიპლომატი ვარ, ძალიან ვისიამოვნე ამ პროფესიით, მაგრამ 40 წელი საკმარისია, რატომ უნდა გავაგრძელო სამუდამოდ? ვბრუნდები ბერლინში, ჩემს მშობლიურ ქალაქში. იქ 5 წლიდან ვცხოვრობდი, იქ დავამთავრე სკოლა და უნივერსიტეტი. გვაქვს ძალიან ლამაზი „ბელ ეპოკის“ პერიოდის ბინა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, არაჩვეულებრივ უბანში. ვბრუნდები ევროკავშირში, რომელიც ძალიან მიყვარს“, — ამბობს ელჩი.

დიპლომატის თქმით, საქართველო მისი მეშვიდე მისია იყო საზღვარგარეთ და ყველა ქვეყანაში, სადაც კი უმუშავია, ხალხთან კონტაქტები დღემდე შეინარჩუნა.

banner
წინა სტატიაშიბესიკ დონაძე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებაზე: ჩვენი ქვეყანა დახლზე იყო გამოტანილი, ნებისმიერ ფასად იყიდდი
შემდეგი სტატიავასილ მათითაიშვილი ხელისუფლებას: წარმოგიდგენიათ, როგორ გენდობათ საზოგადოება, როდესაც პრეპარატებს ბავშვებისთვის საწამლავად ასაღებთ?