40% პარლამენტის მუშაობას უარყოფითად აფასებს – NDI

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო კვლევის შედეგების მეორე ნაწილს აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 40% პარლამენტის მუშაობას უარყოფითად აფასებს. 45% -ის აზრით პარლამენტი საშუალოდ მუშაობს, მხოლოდ 12% თვლის, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო კარგად მუშაობს.

კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), პირისპირ გამოიკითხა 2,927 რესპოდენტი. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.

banner
წინა სტატიაშიNDI – 55% ჯარის საქმიანობას დადებითად აფასებს
შემდეგი სტატიაკობახიძის მუშაობას 33% უარყოფითად აფასებს – NDI