40 ინფიცირებული და ორი გარდაცვლილი – ეპიდ ვითარება მარტვილში

მარტვილში, კორონავირუსით ინფიცირების 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, როგორც საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, სულ სწრაფი ტესტით გაიტესტა 240-მდე ადამიანი. ამასთანავე, ცნობილი ხდება, რომ ბოლო 24 საათში მარტვილის მკვიდრი ორი ადამიანი კორონავირუსით გარდაიცვალა.

“თაიმერის” ინფორმაციით, გარდაცვლილები კლინიკაში იყვნენ მოთავსებული და მათი მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა, როგორც მარტვილის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში განგვიცხადეს, გარდაცვლილებს თანდმევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ.

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაში„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები: ჩვენი მიზანი სოციალური პირობების გაუმჯობესებაა და არა პოლიტიკაში ჩართვა
შემდეგი სტატიაანდრია ბასილაია ბუკიას ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო