“40 დღე ადამიანი რომ იშიმშილებს და კიდევ კარგად იქნება, ე.ი. სხვა რაღაცაშია საქმე”

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანი და ასეც უნდა იყოს, დიდი ხანიც იცოცხლებს, კარგადაც იქნება და მის ჯანმრთლობასა და სიცოცხლეს არაფერი დაემუქრება. სხვა შემთხვევაში არც ვიფიქრებდი მსგავსი დაშვებისა და სიტყვების თქმას. შესაბამისად, ეს ადამიანი ჯანმრთელადაც იქნება, კარგადაც იქნება – მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ამის საფუძველს, მათ შორის, ისიც მაძლევს, რომ ის დღეს კარგად არის, როგორც გვეუბნებიან. სასაცილო მდგომარეობა იქნება ის, რომ კიდევ ჯანმრთელად და კარგად იქნება. 40 დღე ადამიანი რომ იშიმშილებს და კიდევ კარგად იქნება, ესე იგი, სხვა რაღაცაშია საქმე. არ უნდა მოატყუო ხალხს, რომ თითქოს მე ან ვინმე პირიქით ვლაპარაკობთ მისი ჯანმრთელობის კარგ მდგომარეობაზე და მის სიცოცხლეზე – ვსაუბრობდით, რომ კარგად იქნება” – აცხადებს მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრისას.

წინა სტატიაშიმეგის ქარდავამ პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა- მე და ჩემი მეგობრები ვიცავდით საქართველოს უსაფრთხოებას
შემდეგი სტატიანანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, რუსთავის ციხესთან პოლიცია გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა