40-დან 60-მდე მშვიდობიანი მოქალაქე – ბუჩაში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს (ფოტოები)

2022 წლის 13 აპრილს ბუჩაში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, აღმოჩენილია 40-დან 60-მდე ცხედარი, ისინი რუსმა დამპყრობლებმა მოკლეს.

დაღუპულთა უმეტესობას ჭრილობები ტყვიით აქვს მიყენებული.

ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა განაცხადა, რომ რუსი დამპყრობლების მიერ მოკლულია 403 ადგილობრივი მცხოვრები, კიდევ რამდენიმე ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.


banner
წინა სტატიაშიEU-ს სანქციების მე-5 პაკეტი 217 პირს, მათ შორის რუსული მედიის წარმომადგენლებს შეეხებათ
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს შეხვდა