,,40 მილიონიანი ინტერვენციიდან ბაზარმა 27 მილიონი დოლარი იყიდა”

news
ავტ.: news სექტემბერი 24, 2015 18:20

,,40 მილიონიანი ინტერვენციიდან ბაზარმა 27 მილიონი დოლარი იყიდა”

მნიშვნელოვანი

  • ეროვნული ბანკის 40 მილიონი დოლარის ინტერვენციიდან ბაზარმა 27 მილიონი იყიდა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

სხვა სტატიები

ეროვნული ბანკის 40 მილიონი დოლარის ინტერვენციიდან ბაზარმა 27 მილიონი იყიდა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, ლარის კურსი იყო ზედმეტად გაუფასურებული და საშუალოვადიან პერიოდში ლარი უნდა გამყარდეს.
“კითხვის ნიშნები აღარ არის, რომ ლართან მიმართებაში მოლოდინები, როგორც ჩვენ ვამბობდით, იყო გადაჭარბებული. კურსი, რომელიც ჩვენ გვქონდა იყო ზედმეტად გაუფასურებული. გუშინწინ ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა, თუმცა ბაზარმა მხოლოდ 27 მილიონი იყიდა და 13 მილიონი დოლარი დარჩა გაუყიდავი. გიდასტურებთ, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსი უნდა გამყარდეს”, – აღნიშნა დიმიტყრი ქუმსიშვილმა.
ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3882 ლარი გახდა.

news
ავტ.: news სექტემბერი 24, 2015 18:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,562
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics