4 წლის წინ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის პირველი ბიუჯეტი 1,65 კურსით დამტკიცდა, დღეს 2,65-ია – რომან გოცირიძე

ენმ-ის წევრი, რომან გოცირიძე, ფინანსთა მინისტრთან უმცირესობის შეხვედრას “მძიმეს” უწოდებს და ამბობს, რომ “დღეს ქვეყანაში მძიმე ვითარებაა ლარის გაუფასურების კუთხით”.

რომან გოცირიძემ  ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდთან პარალელები გაავლო და სიმბოლური უწოდა იმ ფაქტს, რომ ლარის კურსის 4 წლის წინანდელ კურსთან შედარებით ერთი ლარით გაუფასურებულია.

„სიმბოლური კურსია, ზუსტად ამ დროს, როდესაც პირველი ბიუჯეტი მიიღო ქართულმა ოცნებამ, ლარის კურსი იყო 1,65. დღეს იწყებს მეორე ოთხწლედს, რომლითაც სურთ, გააოცონ ევროპა და კურსია 2,65. ზუსტად ერთი ლარით გაუფასურდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს 1 ლარი ამოღებულ იქნა თითოეული ოჯახის, თითოეული ადამიანისა და ბიზნესმენის ჯიბიდან,“ – აცხადებს რომან გოცირიძე.

ენმ-ის წევრი დეპუტატი ტარიფების გაზრდასაც პროგნოზირებს. თუმცა აქვე ამბობს, რომ მარეგულირებელზე ხელისუფლების მხრიდან არსებობს ზეწოლა და ეს ორგანიზაციები ხელისუფლებას „დაბეჩავებული ყავს, ისინი პოლიტიკურ ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან“.

„არ გაიზრდება. ნიშნავს, რომ დაინგრევა ეს დარგი და გაგვახსენდება შევარდნაძის დრო და გრაფიკები,“ – განცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში„ეს მცურავი კურსი აღარ არის, ეს უკვე დამხრჩვალი კურსია“ – დავით ბაქრაძე ლარის გაუფასურებაზე
შემდეგი სტატიახათუნა ლაგაზიძე ახალი პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრზე საუბრობს