“4 წლის განმავლობაში ივანიშვილი და ქართული ოცნება ხელს უწყობდა პრორუსული ძალების გაძლიერებას”, – ლევან თარხნიშვილი

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შავი ფულის მოძრაობა არ მოხდეს და არ გაძლიერდეს რუსული პროპაგანდა, რომელიც უკვე წლებია აქტიურად მუშაობს, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, არც ხელისუფლება შეიცვალა – ასე გამოეხმაურნენ შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს და ბიძინა ივანიშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს საპარლამენტო უმცირესობის წევრები.

პუტინის მოკავშირე და ქვეყნის არაფორმალური მმართველი – ასეთი შეფასებები გაკეთდა შეერთებული შტატების კონგრესში ბიძინა ივანიშვილის მისამართით.

კონგრესმენმა სტივ რასელმა საქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა და მისი ანგარიშების გაყინვა მოითხოვა.

“ოთხი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ხელს უწყობდა პრო რუსული ძალების გაძლიერებას. ჩვენ შევეცდებით, რომ საქართველოში არ იტრიალოს შავმა ფულმა და რაც არ უნდა მოხდეს, შედეგი იქნება ერთი და იგივე, ქართველი ხალხი ოქტომბერში უარს ეტყვის ბიძინა ივანიშვილს დაქართულ ოცნებას,” – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან თარხნიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ბიძინა ივანიშვილმა, როგორც იარაღით უკანონო მოვაჭრემ, კანონი დაარღვია,”- კონგრესმენი სტივ რასელი
შემდეგი სტატია„პარლამენტის წევრთა ნაწილი, არათუ ახლა, არამედ საერთოდ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ უჭერს მხარს”