4 წლის ალისა რუსმა დამპყრობლებმა დედას დააშორეს – დედა ფილტრაციის ბანაკში გადაიყვანეს

4 წლის ალისას, რომელიც რუსმა დამპყრობლებმა აზოვსტალიდან დედას დაშორეს, უკრაინის უსაფრთხო რეგიონში ახლობლებს გადასცემენ,- ამის შესახებ ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ Telegram-ზე განაცხადა.
“ოთხი წლის ბავშვი დედას რუსებმა გამოაცილეს. არსებული ინფორმაციით, ქალი ფილტრაციის ბანაკში გადაიყვანეს. ალისა უკვე უსაფრთხოდ არის. ის დროებით ზაპოროჟიის სამხედრო ადმინისტრაციის თანამშრომლის მიერ იყო შეფარებული“.
დენისოვას თქმით, ალისას ნათესავები იპოვეს. უახლოეს მომავალში ბავშვს უკრაინის უსაფრთხო რეგიონში სასწავლებლად ნათესავებთან გადაიყვანენ.
“რაშისტი ოკუპანტები უხეშად არღვევენ უკრაინელი ბავშვების უფლებებს, რომლიც გარანტირებულია გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციით და ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის შესახებ ჟენევის კონვენციით. მივმართავ გაეროს კომისიას უკრაინაში”, – დაასკვნა ომბუდსმენმა.

banner
წინა სტატიაში“1941-ში ჩერჩილმა აშშ Lend-Lease-ის აუცილებლობაში დაარწმუნა, 2022-ში იგივე გააკეთა ზელენსკიმ”- რეზნიკოვი
შემდეგი სტატიაუკრაინაში დაბომბვისას, რადას ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია დაიღუპა