4 წელი მიესაჯა კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი შვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანა

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 4 წლით პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი შვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. სასამართლომ ბრალდებული არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ შეურაცხყოფაშიც დამნაშავედ ცნო.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, ფ.ა. არასრულწლოვანი შვილის ა.ა.-ს თანდასწრებით მეუღლეს ნ.ა.-ს ამცირებდა და სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ფ.ა. არასრულწლოვან შვილს ა.ა-ს არაადამიანურად ეპყრობოდა, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა, ემუქრებოდა და ნათესავებთან ყოფნას უკრძალავდა. აღნიშნულით გამოწვეული ძლიერი ფსიქიკური ტკივილის და მორალური ტანჯვის გამო, ა.ა-მ, 2020 წლის 23 აგვისტოს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა”, – წერია უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე მსახიობ მარინა ჯანაშიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიაკაჭარავა ვასაძეზე – არ ვიცი დუგინი თუ არის კრემლის მთავარი იდეოლოგი… ლევანი წარმატებული ბიზნესმენია