20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

“4 თვეში 4 მილიონი ლარი, ჯარიმები 165%-ით გაიზარდა”- გიორგი სიორიძე თბილისის პარკირების სტატისტიკას აქვეყნებს

ოპოზიციური გაერთიანების წევრი გიორგი სიორიძე თბილისის მერიის მიერ პარკირების ჯარიმებიდან მიღებულ რეკორდულ შემოსავლებზე საუბრობს და 2026 წლის პირველი ოთხი თვის სტატისტიკას ასაჯაროებს.

სიორიძის განცხადებით, დედაქალაქში საპარკინგე კრიზისის ფონზე, ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხები ასტრონომიულად იზრდება:

2026 წლის იანვარ-აპრილში თბილისში პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესულმა თანხამ 165%-ით მოიმატა და სულ რაღაც 4 თვეში 4 მილიონი ლარი შეადგინა.

2018 წლიდან 2026 წლამდე, პარკირების საფასურის, ჯარიმებისა და საჯარიმო ავტოსადგომის გადასახადების სახით, სახელმწიფომ ჯამში 130 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

ამავე პერიოდში (2018-2026 წლებში) თბილისის მერიის პარკირების ინსპექტორებმა მოქალაქეებს 4 მილიონი საჯარიმო ქვითარი გამოუწერეს.

„2022 წელს კალაძის ინიციატივით ჯარიმები ზოგიერთ შემთხვევაში გახუთმაგდა, ხოლო უმრავლესობა გაორმაგდა. სად წავიდა ეს ასტრონომიულად გაზრდილი შემოსავალი? ნამდვილად არ წასულა თბილისელების საკეთილდღეოდ — არც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და არც საპარკინგე სივრცეებისთვის“, — აცხადებს სიორიძე.

banner
წინა სტატიაში“ვილაპარაკეთ თავისუფლებაზე”- გიორგი კეკელიძე ციხეში, არასრულწლოვნების “ბოლო ზარზე” იმყოფებოდა
შემდეგი სტატია“სისტემა ფინანსურ წნეხზეა ორიენტირებული, ღამის 4 საათზეც აჯარიმებენ”- კახა კახიშვილი