4-პუნქტიანი გეგმის მეშვეობთ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ ქვეყანას

ოთხპუნქტიანი გეგმა რჩება ჩვენს მიერ განსახორციელებელი პროგრამის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც გახლავთ ყოვლისმომცველი ნაბიჯების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრულია იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ მონაკვეთში შევცვალოთ ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონე, რჩება ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად ჩვენს მიერ განსახორციელებელი პროგრამის. 2017 წლის განმავლობაში 4-პუნქტიანი გეგმა, რა თქმა უნდა, წამყვანი იყო ჩვენი მთავრობისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ 4-პუნქტიანი გეგმის მეშვეობთ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ ქვეყანას და შემდგომი სამი წლის განმავლობაში შევძლებთ, რომ თვისობრივად ბევრი რამ შევცვალოთ ჩვენს ქვეყანაში უკეთესობისკენ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საბოლოო მიზანია ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა, ვიწყებთ ახალი დღის წესრიგით მოქმედებას
შემდეგი სტატიავფიქრობთ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო დინამიური იქნება ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით