“თუ ვინმეს დანაშაულის აღიარება უნდა, შეუძლია მიმართოს პროკურატურას და საკითხს სამართლებრივად განვიხილავთ” – ასე პასუხობს 4 ოქტომბრის საქმის პროკურორი, თამარ ბეჟუაშვილი მურთაზ ზოდელავას შეთავაზებას, რომ გაათავისუფლონ ის აქტივისტები, ვინც უკანონო ბრალდებებით არიან დაკავებულები.
საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, ბრალდებულს, დაცვის მხარეს უფლება აქვს მოგვამრთოს ოფიციალური განცხადებით. ამას აქვს თავისი პროცედურები. შესაბამისად, თუ რომელიმე ბრალდებულს სურვილი აქვს აწარმოოს მოლაპარაკებები ბრალდების მხარესთან, ძალიან კარგად იციან ეს მათმა ადვოკატებმაც, რა ფორმით შეიძლება მოგვმართონ აღნიშნულზე.
ყველა ბრალდებულს ბრალდება წარდგენილი აქვს ინდივიდუალურად ჩადენილი დანაშაულისთვის, შესაბამისად ყველა ბრალდეული პასუხს აგებს მის ქმედებაზე, რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, თუ ის აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და სურს საპროცესო შეთანხმება, შეუძლია მოგვმართოს აღნიშნულთან დაკავშირებით.
როგორი გათვლა შეიძლება იყოს დაცვის მხარის მხრიდან ეს არ ვიცი, მაგრამ მე გიხსნით, რომ ყველა ბრალდებული ინდივიდუალურად აგებს პასუხს საკუთარი დანაშაულისთვის და თითოეულ მათგანს თუ აქვს სურვილი, ყველას უკვლებლივ, მათ შორის მურთაზ ზოდელავსაც შეუძლია მოგვმართოს თხოვნით საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით” – ამბობს პროკურორი.
ცნობისთვის, დღეს საქალაქო სასამართლოსი სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების პროცესი გაიმართა.
















