4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძემ დაამტკიცა.
შეთანხმების საფუძველზე, სანდერს სასჯელის სახით 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ის პენიტენციურ დაწესებულებას რამდენიმე დღეში დატოვებს.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნანა სანდერს 24 ივნისს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების მუხლებით ჰქონდა წარდგენილი.














