უკვე 45-მდე ავიდა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა მაჩვენებელი. ჯერჯერობით ბოლო, ვინც ჯგუფური ძალადობისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის ხელში ჩაგდების ორგანიზებისთვის დააკავეს, ავთანდილ სურმანიძეა.
შეგახსენებთ, გუშინ ღამით 8 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 71 წლის აკადემიკოსი, დამსახურებული ექიმი გიორგი ცახუნაშვილი.
















