26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს

საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების: გიორგი ჩახუნაშვილის, ია დარახველიძისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ასევე, ბრალდებული ზაქრო ალბუთაშვილი ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს. აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ ბრალდებულის ადვოკატების ნაწილმა, უარი განაცხადა ბრალდებული ინტერესების დაცვის გაგრძელებაზე.

დანარჩენი პირები – გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე და დავით სტურუა ბრალის აღიარებას კვლავ არ აპირებენ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუას, ზაქრო ალბუთაშვილს, გიორგი ჩახუნაშვილსა და

ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ია დარახველიძე და გიორგი ჩახუნაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება 22 პირს გაუფორმდა.

banner
წინა სტატიაშითიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
შემდეგი სტატიამოზარდის დედა, რომელმაც საზმაუს პირდაპირ ეთერში სიმღერისას გონება დაკარგა, განცხადებას ავრცელებს