4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 16 ადამიანი დავაკავეთ, ორი იძებნება – შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს სამართალდამცველებმა 4 ოქტომრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 პირი დააკავეს. მინისტრს ინიციალები არ დაუსახელებია.

მისივე თქმით, ჯამში სულ 62 პირია დაკავებული, საზღვარგარეთ მყოფი ორი პირი კი იძებნება და მათ შორის ერთ-ერთი ირაკლი შაიშმელაშვილია, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება.

banner
წინა სტატიაშიყირიმში რუსეთმა თავისივე თვითმფრინავი ჩამოაგდო
შემდეგი სტატიაღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ფარცხალაძისა და კიდევ 8 პირის სახლები გაჩხრიკეს