26.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმდა

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმდა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო და საქმე განსახილველად პირველ ინსტანციაში, საქალაქო სასამართლოში დააბრუნა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

“თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება]. ბიძინას დედასაც შ*****ი“ ,_ თქვა 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა მოკრივემ, გიორგი კირვალიძემ სასამართლო დარბაზში, 24 ივნისს, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ.

კირვალიძეს საქალაქომ 1 წელი თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა. 19 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმება მოითხოვა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: გამაოგნებელია, რომ კიდევ დარჩა ვიღაც, ვინც გილაურის გათეთრების სპეცოპერაციას გილაურის “დევნას” უწოდებს
შემდეგი სტატიალარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა — ახალი კურსი