4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 4 პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლელა მარიდაშვილმა 4 ოქტომბრის აქციის საქმის ფარგლებში დაკავებულ 4 პირს – თორნიკე მჭედლიშვილს, დავით სტურუას, აბო ნავერიანს და ევა შაშვიაშვილს აღკვეთს ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე მათთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, პროკურატურა კი პატიმრობას – მოსამართლემ ბრალდების პოზიცია გაიზიარა.

ოთხივე მათგანი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების ჯგუფურად მცდელობის ბრალდებით არიან დაკავებულები.

banner
წინა სტატიაშივინც სახალხო კრების დაპატიმრებულ ხუთეულს ამუნათებს, საკუთარი სიმხდალის გადაფარვას ცდილობს – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაფიშერი: ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული შედარებების გამოყენება მორალურად არასწორია