10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

4 ოქტომბრის საქმე: საპროცესო შეთანხმებას კიდევ ერთი მსჯავრდებული, ირაკლი ჩხვირკია ითხოვს

4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ჩხვირკიაც ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას გეგმავს. ამის შესახებ მსჯავრდებულის ადვოკატმა, ბორის ყურუამ განაცხადა.

უფლებადამცველის განმარტებით, პროკურატურასთან ოფიციალური მიმართვა ჯერ არ გაგზავნილა, თუმცა მხარეებს შორის ზეპირსიტყვიერი კომუნიკაცია უკვე შედგა.

„ამ შემთხვევაში ჩემი მსჯავრდებულის ნება არის ის, რომ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. ჩვენ პირველ ინსტანციაში ვიდავეთ და ზოგადად ვხვდებით, რომ მოცემული კონტექსტის და იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რასაც ვუყურებთ უკვე თითქმის ერთი წელია, ახლა ყველაზე კონსტრუქციული გადაწყვეტილება იქნება ის, რომ საპროცესო შეთანხმებას მივაღწიოთ ბრალდების მხარესთან“, — აღნიშნა ბორის ყურუამ.

4 ოქტომბრის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ დაცვის მხარემ გაასაჩივრა. საპროცესო შეთანხმებას ირაკლი ჩხვირკიას გარდა უკვე ითხოვენ მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია.

banner
წინა სტატიაშითიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: დროა საბოლოოდ ვაღიაროთ მწარე სიმართლე