4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება

4 ოქტომბრიდან განახლდება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა, ასევე მუშაობას განაახლებენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან განახლდება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში. ასევე მუშაობას განაახლებენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩარკვიანი: ვაგებ პასუხს იმ მოძრაობაზე, რომ არავინ არ გაინძრევა ამ მოძრაობიდან, მხოლოდ მშვიდობიანად მივიყვან აეროპორტამდე
შემდეგი სტატიაბავშვთა გასართობი ცენტრები 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ