4 ოქტომბრიდან პირბადის ტარება დაბალი კლასის მოსწავლეებისთვისაც სავალდებულო იქნება

სკოლებისთვის რეგულაციები დიდი ხანია არის, ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ, დამატებითი მოთხოვნების სახით არის კიდევ პირბადის გამოყენება უკვე მცირე ასაკის ბავშვებშიც, უფრო დაბალ კლასებშიც, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ასევე არის მოლოდინი, რომ ვაქცინაციის კარგი მაჩვენებელი იქნება.

„პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, ადრე ჩვენ მაღალი კლასის მოსწავლეებზე ვსაუბრობდით მხოლოდ. გვაქვს იმის მოლოდინიც, რომ ვაქცინაციის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი, რაც არის სკოლის თანამშრომლებს შორის, მოგვცემს პრევენციის შესაძლებლობას და ასევე აქტიურად უნდა გაგრძელდეს კიდევ დამატებით თანამშრომლების ვაქცინაციაც და მშობლების ვაქცინაციაც. ვინაიდან, ჩვენ დღეს მცირე ასაკის ბავშვებში ვაქცინაციაზე ვერ ვისაუბრებთ, ამდენად ყველაზე კარგი დაცვის საშუალება ბავშვისთვის არის მისი გარემოცვის ვაქცინაცია. მშობლებისთვის კიდევ ერთი მოწოდება და თხოვნაა, რომ აიცრან თუკი ჯერ ეს არ გაუკეთებიათ, რადგან დღეს მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო გარემოში თავიდან ავიცილოთ ეპიდემიური ვითარების გაუარესება და სკოლა, რომელიც გაიხსნება, დარჩეს გახსნილი სტაბილურად მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში“, – განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: ამ ქალს არავითარი საზღვარი არ აქვს. ავადაა
შემდეგი სტატიაგაბუნია – ოჯახის ექიმი და ექთანი, რომელთა რეკომენდაციითაც 60 წელს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან, დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ