4 ოქტომბრამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

4 ოქტომბრამდე საქართველოში არამდგრადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, ხვალ დასავლეთ საქართველოში ცივი ჰაერის მასების გავრცელება მოხდება, რის გამოც დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა არსებულთან შედარებით დაიკლებს და 19–23 გრადუსი იქნება. ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, წინა დღეებთან შედარებით ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 20–21 გრადუსი იქნება.

2–3 ოქტომბერს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი. ამასთან, სტეფანწმინდაში, ყაზბეგში, ჯვრის უღელტეხილზე ღამით შესაძლოა იყოს თოვლჭყაპი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 13–18 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით – 13–16 გრადუსი იქნება.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ 2 ოქტომბერს თბილისის მერიასთან აქციას გამართავს
შემდეგი სტატია”ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, პარტიის ნაძალადევის რაიონის ოფისი გაქურდეს