20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებულ 7 პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება – სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისთანავე, ბრალდებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან.

როგორს საქმის პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ ჟურნალისტებთან განმარტა, აღნიშნულმა პირებმა დანაშაული აღიარეს, მოინანიეს, რის გამოც მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ.

მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღეში სასამართლო მხარეებს შორის მიღწეულ საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს, ბრალდებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან.

მათ პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას 3 წლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს. აღნიშნულ ეპიზოდზე დაკავებული 12 პირიდან შემდეგი პირები გათავისუფლდებიან:

ალექსანდრე ხაბეიშვილი

ბექა ქელეხსაშვილი

გიორგი მუმლაძე

მამუკა ლაბუჩიძე

გურიელ ქარდავა

ავთანდილ სურმანიძე

თემურ ქურციკიძე.

banner
წინა სტატიაშიგიგა ავალიანის საქმის მოსამართლემ ორი არასრულწლოვნის მიმართ სასჯელის განსაზღვრამდე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განმარტა
შემდეგი სტატიაანა ბუჩუკური: ამ ქვეყანაში მხოლოდ ხელისუფლება კი არ არის კორუმპირებული, კორუმპირებულია ოპოზიციის დიდი ნაწილი