4 მილიონი ივანიშვილისთვის – TBC ბანკი თანხის გატანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

TBC ბანკი “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას სიცრუეს უწოდებს.

საქმე ეხება ზაზა ოქუაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილისთვის მისაცემი 4 მილიონი, TBC ბანკიდან “ქეშად” გამოიტანეს. ბანკის წარმომადგენლების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ტრანზაქცია სრულდება მხოლოდ სამუშაო საათებში.

„თიბისი ბანკისთვის“ უმთავრესი მნიშვნელობის არის კლიენტების ნდობა და ყველა აუცილებელი წესისა და პროცედურის დაცვა, რომელიც კლიენტის ფულის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. ბანკი უმაღლესი სიმკაცრით იცავს კომერციული ბანკებისთვის დადგენილ ყველა მოთხოვნას.

ბატონი ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, „თიბისი ბანკი“ განმარტავს, რომ ბანკში ყველა ტრანზაქცია სრულდება სამუშაო საათებში, კლიენტის ანგარიშების გახსნისა და წარმოების ყველა წესის დაცვით. „თიბისი ბანკს“ გააჩნია კანონიერი ვალდებულება, დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები და საბანკო საიდუმლოება, ამიტომ ბანკის მხრიდან დაუშვებელია კონკრეტული ტრანზაქციისა და კლიენტის შესახებ დეტალების გასაჯაროება. „თიბისი ბანკი“ მიმართავს ყველა სამართლებრივ ზომას აღნიშნული ცრუ ინფორმაციის მასშტაბირების საპასუხოდ“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა განცხადება კვირის აქცენტებში გააკეთა. მან დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მოხდა თანხის გაცემა თიბისი ბანკიდან გახარიას ზეწოლის ქვეშ და როგორ წაიღეს 4 მილიონი შეიარაღებულმა პირებმა.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი აკაკი ბობოხიძეს – „დაახვიე“ ახლა აქედან!
შემდეგი სტატიაშარლ აზნავური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა