მე-4 მექანიზებულ ბრიგადას დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა

დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მე-4 მექანიზებული ბრიგადის დაარსებიდან 25 წლის იუბილე იზეიმეს. ბრიგადის პირად შემადგენლობას იუბილე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

დღესვე, სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა მხრიდან გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, სამშობლოს წინაშე ერთგული და თავდადებული სამსახურისთვის და საქართველოს თავდაცვის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის 70 სამხედრო მოსამსახურეს მადლობა გამოუცხადეს.

ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე: ხაზი გაესვა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს, რადგან გამოძიება წინ არ იწევს
შემდეგი სტატიასაქართველოს იუსტიციის მინისტრი ნოტარიუსთა საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში მონაწილეობს