4 მაისს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დღეს, 4 მაისს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს.

ამირან გამყრელიძე ჩინური წარმოების ვაქცინით, “სინოფარმით” აიცრება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 მაისს “სინოფარმით“ ვაქცინაცია იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით დაიწყება. ხოლო 5 მაისიდან მათ რიცხვს კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება დაემატება.

დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით სამივე ვაქცინის (ასტრაზენეკა, ფაიზერი, სინოფარმი) ადმინისტრირება მიმდინარეობს 91 დაწესებულებაში 137 ბრიგადით.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ში მისაღები ლტოლვილების ზღვარი 62 500-მდე გაიზრდება
შემდეგი სტატიაადვოკატები ნიკა მელიას ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შესახებ დოკუმენტს ციხეში შეუტანენ