4 ივლისს, 19:00 საათზე, გაიმართება აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მარში

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა 4 ივლისს საპროტესტო მარში დაანონსეს.

მათი განცხადებით, მარში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიმართება, რომლის მონაწილეები მსვლელობას პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყებენ და შემდეგ პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

„4 ივლისს, 19:00 საათზე, გაიმართება აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მარში. მსვლელობას პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დავიწყებთ და მოვალთ პარლამენტამდე ამერიკისა და საქართველოს დროშებით. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს სტრატეგიულ მეგობრობას აშშ-სთან და გამოვხატავთ მხარდაჭერას „მეგობარი აქტის“ მიღებისთვის“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

banner
წინა სტატიაშიF-16-ის დაღუპულ პილოტს მაქსიმ უსტიმენკოს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა
შემდეგი სტატიადიდი დანაკლისია ქვეყნისთვის – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძის გარდაცვალებაზე