ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ბოლო ინფორმაციით, ალმა-ატაში დღეს დილით განვითარებული მოვლენების შედეგად გარდაცვლილია 4 პირი- 3 პოლიციელი და 1 მშვიდობიანი მოქალაქე. დაკავებულია ერთი და ძებნაა გამოცხადებული ერთ პირზე. ამჟამად ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება, ქალაქში ტერორისტული საფრთხის წითელი დონე მოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ ალმა-ატაში უცნობმა მამაკაცმა დღეს დილით პოლიციის შენობასთან უმისამართო ცეცხლი გახსნა.