4 გარდაცვლილი და 20-ზე მეტი დაშავებული-ბულგარეთში სატვირთო მატარებელი აფეთქდა

ბულგარეთში სატვირთო მატარებელის აფეთქებას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ჩრდილო-აღმოსავლეთ ბულგარეთში მოხდა, მატარებელს თხევადი გაზი გადაჰქონდა, ლიანდაგიდან გადავრადნამ აფეთქება გამოიწვია, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა 20-ზე მეტი კი დაშავდა.

მაშველებმა ნანგრევებიდან 12 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. შემთხვევის ადგილას ისევ მუშაობენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები და მეხანძრე-მაშველები.

23 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებითა და დამწვრობით მათ კლინიკაში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშითბილისის მასშტაბით 21 სამშობიარო კლინიკა შეფასდა
შემდეგი სტატიამედია პრობლემები და “რუსთავი2”-ის საქმე- სახალხო დამცველის ანგარიში