თბილისის მერის ინფორმაციით, გლდანში აფეთქების დროს 4 ადამიანი დაიღუპა, 8 ადამიანი კი დაშავდა.
განცხადება ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, შემთხვევის ადგილზე გააკეთა.
„საკმაოდ ძლიერი აფეთქება მოხდა. დაღუპულია 4 ადამიანი, დაშავებული კი 7-8. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. ადგილზე გამოძახებული იქნა დამატებით ტექნიკა. კონსტრუქტორებმა უნდა შეაფასონ კორპუსის მდგრადობა, რათა დამატებით მსხვერპლი არ მივიღოთ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. დაკარგულად 2 ადამიანი ითვლება“, – განაცხადა ნარმანიამ.